კოლუმბიაში ფრანგი ჟურნალისტი რომეო ლანგლუა დაიკარგა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ჟურნალისტი მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების - კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (Fuerzas Armadas Revolucionarias de Colombia) წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას დაიკარგა, როდესაც ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები კოლუმბიის სამხრეთით კოკაინის ლაბორატორიის განადგურების ოპერაციას ატარებდნენ, როდესაც მათზე FARC-მა შეტევა მიიტანა.
დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ოფიცერი და სამი სამხედრო მოსამსახურე.
უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი ჟურნალისტის გარდა დაკარგულად ითვლება ოთხი ჯარისკაცი და ერთი ოფიცერი.