გერმანია უკრანის ხელისუფლებასთან ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფოში ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მკურნალიბის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის კანლერმა ანგელა მერკლემა განაცხადა.
"ჩვენ რამდენჯერმე გავაგზავნეთ ექიმები მის გამოსაკვლევად. ექიმები მიიჩნევენ, რომ მკურნალობა გერმანიის საავდმყოფოში შედეგიანი იქნება. შესაბამისად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კანცელარიაც ცდილობენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას", - განაცხადა მერკლემა.
ტიმოშენკოს ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მას აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც უჭირს გადაადგილება. უკრაინის ხელისუფლების მიერ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობაზე ტიმოშენკომ უარი თავად განაცხადა.
"შარიტეს" კლინიკის ექიმებმა კარლ მაკს აინხოიპლმა და ნორბერტ ჰაასმა უკრანის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდეს ნება დართოს ტიმოშენკოს გერმანიში მკურნალობაზე, მას შემდეგ რაც 7 წლით პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერს, ხერხემლის მალებშუა დისკის თიაქარი დაუდგინა