უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ადრეა იმის მტკიცება დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებები იყო თუ არა ტერაქტი. უკრაინის ხელისუფლება ყველას მოუწოდებს დაელოდონ გამოძიების დასრულებას.
აღსანიშნავია, რომ ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმდჯომარის მოადგილე ვლადიმერ როკიტსკი აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით მომხდარის რაიმე ვერსიებზე საუბარი ნაადრევია.
აღსანიშნავია, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურამ საქმე "ტერაქტის" მუხლით გუშინ საღამოსვე აღძრა, თუმცა უშიშროების სამსახურში ეჭვი ეპარებათ, რომ ეს აფეთქებები ტერაქტი იყო.
"დღეისათვის მე ხმამაღლა არ განვაცხადებდი, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო", _ განაცხადა ვლადიმერ როკიტსკიმ ტელევიზიით გამოსვლისას. მისივე თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება უკრაინის უშიშროების სამსახურს გადასცა. ამ ინფორმაციას გენპროკურატურაშიც ადასტურებენ.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ამ აფეთქებების გამოძიების საქმეში უკრაინას დახმარება რუსეთისა და პოლონეთის სპეცსამსახურებმა უკვე შესთავაზეს. ანტიტერორისტულმა ცენტრმა კი დახმარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადენს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დეზორგანიზაციას და ეს დანაშაული უახლოეს მომავალში გახსნილი იქნება.