რუსეთის ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ საფრანგეთში ხმამაღალი სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტების, მათ შორის ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის 300 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების საბანკო ანგარიშებსა და ქონებას ყადაღა დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის სარჩელების საფუძველზე დამნასავეუბრივი გზით მოპოვებულ ქონებას ყადაღა დაედო, საერთო თანხით 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი", _ ნათქვამია გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაეცა.
კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაყადაღებულია ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება საფრანგეთში, შვეიცარიაში კი ყადაღა აქვს დადებული ვინმე ნიკიტინის 300 მილიონიან ანგარიშს. ამას გარდა, უკრაინაში ყადაღა დაედო ვინმე მიხაილოვის 8 მილიონიან ქონებას, მონაკოში კი ღია სააქციო საზოგადოების "ვოლგოტანკერის" 1 მილიონიან ქონებას.