უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დნეპროპეტროვსკში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაუნული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის დნეპროპეტროვსკის აეროპორტში დაშვებამდე უკრაინის უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საციონალურ საბჭოს მდივანმა ანდრეი კლიუევმა დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა. თათბირში უკრაინის ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ძალოვნები მონაწილებდნენ.
შეგახსნებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია. ამჟამად საავადმყოფოში 22 ადამიანი რჩება, მათგან მძიმე მდგომარეობაში ოთხია, საშუალო სიმძიმის - შვიდი, ხოლო მსუბუქი სიმძიმის თერთმეტი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკში გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.