რუსეთის გმირი, ჩეჩნეთსა და საქართველოში წარმოებული საბრძოლო ოპერაციების "გამოჩენილი მონაწილე", გენერალი ანატოლი ლებედი მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გენერალი ლებედი მოტოციკლეტით დაიმტვრა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლებედმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მიღებული ტრამვებისაგან ლებედი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების ალექსანდრე ნეველის სახელობის პოლკის გენერალი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მას ტერფი ამპუტირებული ჰქონდა. მან ეს ჭრილობა ჩეჩნეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციისას მიიღო. მაშინ იგი ნაღმზე აფეთქდა.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას II ჯგუფის ინვალიდობა მიღებული ჰქონდა, მას სამხედრო სამსახურისათვის თავი არ დაუნებებია.
2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მას წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი მიანიჭეს.
მასალის გამოყენების პირობები