სან-ფრანცისკოში დაიხურა რესტორანი "სემ-ვო", რომელიც ცნობილი გახდა იმის წყალობით, რომ იქ "მსოფლიოში ყველაზე უხეში მიმტანი" მუშაობდა.
დაწესებულების ხელმძღვანელმა დევიდ ჰემ გადაწყვიტა, დაეხურა რესტორანი, რადგან მაკონტროლებელმა ორგანოებმა მოითხოვეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და სანიტარული პირობების გაუმჯობესება.
რესტორანი "სემ-ვო" სან-ფრანცისკოს ჩინურ კვარტალში 100 წელია არსებობს. იგი ტიპურ სასაუზმეს წარმოადგენს: შესასვლელში მიმსვლელს სამზარეულო ხვდება, თავად დარბაზი მეორე სართულზეა, სადაც რამდენიმე მაგიდა დგას. რესტორანში ტრადიციული ჩინური საკვებით უმასპინძლდებიან.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან "სან-ვო"-ში მუშაობდა მიმტანი, სახელად ედზელ ფორდ ფუნგი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ეუხეშებოდა და ლანძღავდა კლიენტებს, ამსხვრევდა ჭურჭელს და უკმაყოფილო იყო წვრილმანი გასამრჯელოთი. მას წესად ჰქონდა მანამ გაესუფთავებინა მაგიდა, ვიდრე კლიენტი საუზმეს დაასრულებდა, აკრიტიკებდა მათ არჩევანს, ერთმანეთის გვერდით სვამდა უცნობ ადამიანებს და უარს ამბობდა კლიენტებისთვის ჩანგლის მიცემაზე.
ფუნგის სახელი ცნობილი გახდა, პულიცერიის პრემიის ლაურიატის ჟურნალისტ გერბერტ კენის წყალობით, რომელიც San Francisco Chronicle-სთვის წერდა. ის ძალიან ხშირად მიდიოდა "სან-ვოში" და ესაუბრებოდა ოფიციანტს, რის შემდეგ წერდა ამ საუბრებზე. სწორედ კენმა უწოდა ფუნგს "ყველაზე უხეში მიმტანი მსოფლიოში" და ის შეჰყავდა სან-ფრანცისკოს ღირშესანიშნაობათა გზამკვლევის სავალდებულო სიაში.
ფუნგი გახდა მწერალ არმისტედ მონიპას სან-ფრანცისკოზე შექმნილი რომანების "ქალაქური მოთხრობების" გმირი, ფუნგის პატივსაცემად სან-ფრანცისკოს ბეისბოლის სტადიონზე გახსნილი კვების პროდუქტების ქსელს მისი სახელი დაარქვეს.