ესპანეთში, ევროპის ცენტრალური ბანკების სამიტის წინ, ქვეყნის ხელისუფლებამ დროებით, 28 აპრილიდან 4 მაისამდე, შენგენის ვიზების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
სასაზღვრო კონტროლს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სასაზღვრო საავტომობილო პუნქტებში და სხვა სახელმწიფო საზღვრებზე განახორციელებენ. საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი იქნება ესპანეთის მოქალაქეობის დამადასტუტრებელი დოკუიმენტის წარდგენა, ხოლო ვიზით ჩამსვლელთათვის აუცილებელია ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც.
მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ მოითხოვონ სხვა აუცილებელი დოკუმენტებიც, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებიდანაც.