"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და პრემიერ-მინისტრობის სურვილი გამოხატა.
როგორც ვეფხვაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, პარლამენტში, სამთავრობო საათზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის პოსტისთვის ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტია.
პოლიციის პოლიტიზების შესახებ ოპოზიციის კითხვაზე პასუხისას ვანო მერაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი - 87% აქვს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას".
ვეფხვაძის შეფასებით, ეს საკმაოდ პოლიტიკური განცხადება იყო და იმას ნიშნავდა, რომ მისი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პირველი პირის.
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში ის პრემიერ-მინისტრობის პოსტისთვის ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტია" - დასძინა ვეფხვაძემ ვეფხვაძემ.
მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "საზოგადოებაში რომ არსებობდეს განცდა, თითქოს პოლიცია პოლიტიზირებულია, მისი რეიტინგი დაბალი იქნებოდა"