მიტ რომნის შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე "რეალობას მოწყვეტილია" და მისი არჩევის შემთხვევაში ამერიკა რამდენიმე წლით წარსულს დაუბრუნდება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯიოზეფ ბაიდენმა.
ბაიდენმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა მიტ რომნის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ისთვის "ნომერ პირვეელი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა".
ბაიდენის თქმით, რესპუბლლიკელი პოლიტიკოსი, რომელიც თეთრ სახლში შესაღწევად საგნებს "ცივი ომის" პრიზმაში უყურებს, "ამერიკელი ხალხის კოლექტიურ ამეზიაზე ამყარებს იმედებს".
ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება საკარეო პოლიტიკაში, უკან - წარსულისკენ დაბრუნება, რის გამოც შესაძლოა აშშ დარჩეს მარტო და იყვიროს მთელი მსოფლიოს გასაგებად" "ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენი მოწინააღმდეგეები ხართ".
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პოლიტიიკა დამახასიათებელი იყო ჯორჯ-ბუში უმცროსის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ურთიერთობები მოკავშირეებთან.
"ობამას დაფიქრებულმა პოლიტიკამ შესაძლლებეელი გაახდა დაშვებული შეცდომების გაამოსწორება. ჩვენ, მზარდ სახელწიფოებთან - ჩინეთთან, რუსეთთან, ბრაზილიასთან, თურქეთთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ავაწყვეთ ურთიერთოებები, რომელიც ეფუძნება ურთიერთინტერესებს. ყველანი, ისინი გვეხმარებიან განვამტკიცოთ ამერიკის უსაფრთხოება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ შემცირდა დამოკიდებულება ბირთვულ იარაღზე, მიღწეულია შეთანხმება რუსეთთან შეიარაღების კონტროლზე.
ბაიდენმა მიტ რომნი სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი შესაძლო არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად ამერიკის მომავლისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები