სირიის ქალაქ ჰამაში აფეთქების შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, ათეულობით დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს.
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება მოხდა საცხოვრებელ კორუსში, სადაც ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდნენ.
ოპოზიციიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სახლს სამთავრობო ძალების მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა. დაღუპულია 70 ადამიანი.