გაეროს უშიშროების საჭომ უნდა იფიქროს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ძალის გამოყენებაზე, თუ ოფიციალური დამასკო არ შეასრულებს კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებულ გეგმას. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ გააკეთა, იტყობინება ბი-ბი-სი.
"ჩვენ დამასკოს თავს ვერ მოვატყუებინებთ", - განაცხადა ჟუპემ. ჟუპემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს სირიაში საერთაშორისო დამკვირებლები, თუმცა ამავდროულად დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, " ჩვენ მოგვიწევს ახალ ეტაპზე გადასვლა, რომლისთვისაც ამ ტრაგედიის შესაჩერებლად საჭირო იქნება რეზოლუცია მე-7 თავის საფუძველზე (ძალის გამოყენება).
სირიის დარეგულირების გეგმა ძალაში შევიდა 12 აპრილს. ამის მიუხედავად, სამთავობო ძალები კვლავ განაგრძობენ ძალის გამოყენებას ქვეყნის ცალკეულ ქალაქებისა და რეგიონებში.