ლიუბოვ სლიზკამ პარტია "ედინაია როსია" დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მე პარტიულად დაუსაქმებელი ვიყავი, მე პარტიას არ ვჭირდებოდი, ისევე როგორც ის მე, ამიტომაც პარტიაში დარჩენის აზრს ვერ ვხედავ", _ განაცხადა სლიზკამ და აღნიშნა, რომ პარტიიდან გამოსვლის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ 5 მარტს დატოვა.