იტალიას ტურისტების ახალი ნაკადი მიაწყდა, ისინი სიცილიაში ვულკან "ეტნას" სანახავად ჩადიან. ევროპის ყველაზე აქტიურმა ვულკანმა, წლის დასაწყისიდან უკვე მეშვიდედ გაიღვიძა.
მიუხედავად მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისა, "ეტნას" მახლობლად დასახლებულ პუნქტებში სრული სიმშვიდეა. "ეტნას" გამოღვიძებას ხელი არ შეუშლია საერთაშორისო აეროპორტის მუშაობისათვისაც, აეროპორტიდან ყველა რეისი გეგმის მიხედვით სრულდება.