რუსეთის ვივე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი აზუსტებს, რომ ის ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვითი-საწარმოო კომპლექსის სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობდა და არა რუსეთის ფედერაციის ახალ სამხედრო დოქტრინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჟურნალისტებმა სამხედრო დოქტრინა თავდაცვით-საწარმოო კომპლექსის სტრატეგიის განვითარებაში აურიეს. სულ უნდა გაკონტროლოთ მოკლედ!", _ დაწერა როგოზინმა თავის მიკრობლოგზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა, რომელიც მთავრობაში თავდაცვით სფეროს კურირებს. რუსული მედია ასევე იუწყებოდა, რომ როგოზინის თქმით, სამხედრო დოქტრინის შემუშავება "მაისის შუა რიცხვებიდან" დაიწყება.