ვიეტნამის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, კანის საიდუმლო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვოს. ამ დაავადებამ უკვე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.B
დაავადებამ, რომლის ბუნების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, გავრცელება ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროს პროვინცია კუანგნგაისიდან დაიწყო. მისი სიმპტომები უკვე 170 ადამიანს გამოუვლინდა. დაავადებას შეიძლება ახლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანება.
ამ სიმპტომების შესახებ პირველად ცნობილი 2011 წლის აპრილსა და დეკემბერს შორის გახდა, თუმცა მაშინ დაავადება სწრაფად დასრულდა. მარტში მან კვლავ იფეთქა.
ათობით დაავადებული მკურნალობას ლეპროზორიაში, ბინდინის მეზობელ პროვინციაში გადის. ექიმების სიტყვებით, დაავადება ადრეულ სტადიაზე საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნლობას, თუმცა ძნელია მისი შეჩერება, როცა ის განვითარდება.
კუანგნგაის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, სადაც საიდუმლო სენით გამო რამდენიმე ადამიანი დაავადდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ავადმყოფთა სახლებამდე მიმავალი ბილიკები გადაკეტა.
ვიეტნამის მედია მიიჩნევს, რომ დაავადება რომელიღაც ქიმიურ ნივთიერებას უკავშირდება. თუმცა ვიეტნამის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანალიზის შედეგები ჯერ არ არის და ითხოვს, 10 დღეს მოიცადონ.
ქვეყნის ხელისუფლება იტყობინება, რომ ისინი გამოძიებაში ჩართვას სთხოვენ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას და დაავადების კონტროლისა და პრევენციის ამერიკულ ცენტრს.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაციაზე საიდუმლო დაავადების აფეთქების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.