რუსეთის ინტერნეტდამნაშავეებმა გასულ წელს 2,3 მილიარდი დოლარი "გამოიმუშავეს", რაც ერთი მილიარდით მეტია ვიდრე 2010 წელს მათ მიერ მიღებული შემოსავალი. რუსულენოვანმა ინტერნეტდამნაშავეებმა, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, 2,2 მილიარდი მიიღეს და ეს თანხაც ერთი მილიარდით მეტია წინა წლის შემოსავალთან შედარებით. სულ "რუსულმა ინტერნეტმაიფიამ" დანაშაულებრივი ბაზრის, რომელიც 12,5 მილარდს შეადგენს, 36% დაიკავა. შესაბამისი ინფორმაცია Group IB-ის ანგარიშშია მოცემული -"კომპიუტერული დანაშაულის რუსული ბაზარი".
ყველაზე მეტი შემოსავლი რუს ჰაკერებს თაღლითურმა სქემებმა და სპამმა მოუტანა. ინტერნეტდანაშაულით ტრადიციული დამნაშაულებრივი ჯგუფები დაკავდნენ. აღნიშნულის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ამ ტიპის დანაშაულისთვის მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არაა საკმარისი და ის მნიშვნელოოვან კაპიტალდაბანდებას საჭიროებს.
Group IB-ის ინფორმაციით, ტექნიკურმა მუშაკებმა ჰონორარის სახით 230 მილიონი დილარი მიიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდამნაშავეთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი არაა. "კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებით, ბისნესმენებმა საზიანო პროგრამების მოქმედებით 2011 წელს 100 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ესაა უშუალოდ კომპანიების ზარალი საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვის, სპამებისა და სხვა მოქმედებების გარეშე.
ფაქტობრივად, თაღლითების მიერ მიყენებული ზარალი 8-ჯერ აღემატება მათ მიღებულ შემოსავლს.