გაეროს დამკვირვებლების ჯგუფი, რომელიც სირიაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არსებულ დაზავებას ადევნებს თვალს ქალაქ ჰომსში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სანა" ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად გაეროს დამკვირვებლებმა დაადასტურეს.
"დამკვირვებელთა ჯგუფი ჰომსშია გაგზავნილი", _ აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ჰალედ ალ-მარსი. მისი თქმით, გაეროს დამკვირვებლები ჰომსის გუბერნატორს შეხვდებიან და ქალაქის რაიონებს მოინახულებენ.