აშშ-ს საიდუმლო სამსახური იუწყება, რომ მათ სამსახურში კოლუმბიაში მეძავებთან დაკავშირებული სკანდალის გამო კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რამდენიმე ხნის წინ, ამ კვირას სააგენტომ, რომელსაც მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის დაცვა ევალება ამ ისტორიასთან დაკავშირებული პირველი სამი ადამიანი გაათავისუფლა.
ეს სკანდალი გასულ კვირას აგორდა, მანამ ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოლუმბიურ ქალაქში კარტახენში ამერიკული სახელმწიფოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქი ყოფაქცევის დაახლოებით 20 მდე ქალი საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და პენტაგონის თანამშრომლებს იმ სასტუმროში ართობდა სადაც ამერიკული დელეგაცია დაბინავდა.
დილით, ერთ ერთმა მეძავმა ხმაური ატეხა. ის ამტკიცებდა, რომ ერთ ერთმა აგენტმა მას მომსახურებაში ფული არ გადაუხადა. მოგვიანებით ამ ქალმა, 24 წლის მარტოხელა დედამ გაზეთ "New York Times" ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მას ღამეში 800 დოლარის გადახდას დაპირდა მას მხოლოდ 30 დოლარი გადაუხადა.
აღნიშნული საქმის შესახებ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. სულ გამოძიება მიმდინარეობს საიდუმლო სამსახურის 12 და 11 სამხედრო თანამშრომელზე, მათზე ვინც კარტახენში იმყოფებოდნენ.