ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ახალგორში საგანგებო თათბირი ჩაატარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თათბირი ახალგორის რაიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას მიეძღვნა. 
მათივე ინფორმაციით თათბირზე ახალგორის რაიონის გენერალური გეგმა განიხილეს. გეგმის მიხედვით ახალგორის რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას. ასევე უნდა განვითარდეს საინჟინრო-სატრანსპორტო და სამრეწველო ინფრატრუქტურა.
თათბირზე ასევე განიხილეს მდიბარე ქსანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საკითხი. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები