დღეს, 20 აპრილს, თბილისის #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხელ ალექსიძის სასამართლო პროცესი გაგრძელდება. 29 მარტს პროცესზე მოწმეთა ნაწილი დაიკითხა.
სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს სარჩელს, რომლითაც ალექსიძის ოჯახი სკოლიდან გარიცხვის ბრძანების გაუქმებასა და მის სკოლაში აღდგენას ითხოვს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ თბილისის #53 საჯარო სკოლაში სკოლის დერექტორს. ტარას შავშიშვილსა და სკოლის ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება მოხდა. რის გამოც, მოსწავლეები სკოლიდან გარიცხეს და მოხდართან დაკავშირებით ხულიგნობის მუხლით საქმეც აღიძრა.