სასაზღვრო პოლიციის ეგიდით, „ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, სასაზღვრო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მუშა ჯგუფის" მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 18 ქვეყნის სასაზღვრო და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, BORDERPOL (მსოფლიო სასაზღვრო ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენელი), EC (ევროკომისიის), EUSR ევროკავშირის წარმომადგენელი), UNDP (გაეროს განვითარების პროგრამა), UNODC (გაეროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი საქართველოში), EUBAM (უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისია), ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ოფიციალური პირები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საფრთხეების შეფასება და გამოცდილების გაზიარება (2011 წლისა და 2012 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვით); ასევე განიხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტების ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კოორდინაცია:
მუშა ჯგუფი შეაფასებს ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდგ ბრძოლის სფეროში მონაწილე ქვეყნების წინაშე მდგომ საფრთხეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების როლს ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.