აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას დამატებით 140 მლნ დოლარით დააფინანსებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულება ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით დამატებით 140 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელს მოაწერეს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ, საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
პროექტის ფარგლებში ADB-ის მხრიდან უკვე გამოყოფილია 119 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. აღნიშნული გზის მშენებლობას კოორდინაციას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სატრანსპორტო კვანძები და ხიდები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების სიახლოვეს იწყება, 20-მდე სოფელს გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. ქობულეთის 12,4 კმ-იანიშემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად, პროექტი ჩაქვი-მახინჯაურის გზის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაო პროექტზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტზე პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.
ხელმოწერის ცერემონიამდე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაათვალიერა შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაო. ფინანსთა მინისტრთან ერთად მოინახულა გამშვები პუნქტი "სარფი," გაფორმების ეკონომოკური ზონა "ბათუმი" და იქ მოქმედ გამარტივებულ პროცედურებს გაეცნო.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაგანსაკუთრებითმნიშვნელოვანიააჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის.პროექტი ხელს შეუწყობს ქობულეთის ჩამოყალიბებას როგორც რეგიონის კიდევ ერთი განახლებული ტურისტული კერა. პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური და ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, რადგან ზღვისპირა საკურორტო ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაინაცვლებს. ამის შედეგად ტურისტებისთვის შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქში დასვენება უფრო კომფორტული გახდება.
შემოვლითი გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობისდასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას ახალი შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად, ხელს შეუწყობს ქობულეთში მოქმედი თავისუფალი ტურისტული ზონა. ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან უკვე მოქმედებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები (ინვესტორები, რომლებიც ტურისტულ ზონაში ააშენებენ სასტუმროებს დაშეინარჩუნებენ პროფილს, 2026 წლამდე გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან) ქობულეთის განვითარების გეგმის დასრულების შემდეგ, ქალაქი მზად იქნება მიიღოს უფრო მეტი ტურისტი, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები, გაიზრდება რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი.