შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი.
მისი განმარტებით კი ის საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე რაფიელის ძე კაპანაძეა.
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისათვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.