გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კორნელია პიპერი 2012 წლის 17-19 აპრილს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვევა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პიპერი შეხვდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები პოლიტიკური ფონდების, გერმანული კულტურის დაწესებულებების, საზოგადოების და ასევე დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პიპერი მოინახულებს ასევე გერმანულ საერთაშორისო სკოლას თბილისში. პიპერს თან ახლავს გერმანიის პარლამენტის წევრი, ბატონი პეტერ რიოლინგერი, ჰალეს მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, გეზინე ფოლიანტი-იოსტი და ქალაქ ჰალეს მერი, დაგმარ შაბადოსი.