საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სლოვაკეთის ვიზები უკვე თბილისში გაიცემა. აღნიშნულის შესახებ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც იგი შეხვდა თავის კოლეგას სადაც აცნობა ჩვენს მინისტრს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სლოვაკეთის ვიზები გაიცემა უკვე თბილისში', _ განაცხადა კალანდაძემ.