ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ლატვიელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს მარა ზილგალვეს შეხვდა. გიორგი რუხაძემ ლატვიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზაებზე ესაუბრა. მხარეებმა ქართველი და ლატვიელი ქრისტიან-დემოკრატების ინდივიდუალური პარტნიორობის გაღმავებაზეც ისაუბრეს და 2012-2013 წლების ერთობლივი გეგმებიც დასახეს.
"ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ლატვია ყვოველთვის იყო საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ეს არა ერთხელ დაგვიმტკიცებია. ჩვენ გვინდა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ და რაც მთავარია პრაქტიკულად ურთიერთსასარგებლო გავხდოთ" - განაცხადა ლატვიელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.
შეხვედრები ლატვიის დედაქალაში "ლატვიელი ქრისიტიან-დემოკრატების", "კონრად ადენაუერის ფონდისა" და "ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 20 ზე მეტი ქრისიტან-დემოკრატიული და მემარჯვენე პარტიის ლიდერი ესწრება. დაგეგმილია შეხვედრები "ევროპის ქრისიტიან-პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე" პიტერ ვოსუსთან და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქრისტიან დემოკრატიული პარტიების სხვა ლიდერებთანაც, რის შემდეგაც ქრისიტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ვიზიტს ჰოლანდიის დედაქალაში, "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" მიწვევით გააგრძელებს.