ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ აირს. ყველა სხვა ორგანიზაციული საკითხები მხარეებს შორის შეთანხმებულია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიიფინგზე განაცხადა.
მხარეებმა "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საორგანიზაციო სამუშაოები დაასრულეს", - განაცხადა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში სავარაუდოდ აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს.