"რუსეთის საფრთხეა საქართველოში ჩამოსული ყოველი რუსი ტურისტი, რომელიც რეალურად დაინახავს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში სინამდვილეში და რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს რუსეთში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა", _ ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც სერგეი ლავროვი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
კალანდაძის განცხადებით, მოსკოვს მსგავსი განცხადებებით სურს დააშინოს მოქალაქეები და ამ განცხადებას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი - მოსკოვს არ სურს, რომ მისმა მოქალაქეებმა ნახონ თუ როგორ ვითარდება მეზობელი სახელმწიფო, რომლის 20 % რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.
"რეალურად საფრთხეს წარმადგენს ის ფაქტი, რომ რუსმა ტურისტებმა შეიძლება რეალურად დაინახონ თუ რამდენად სწარფად და კარგად შეძლო საქართველომ განვითარება მიუხედავად არსებული სირთულეებისა. მათ ეშინიათ იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება თავად დასვან შეკითხვა - თუ შეძლო საქართველომ თავი დაეღწია პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობისათვის რატომ არ შეუძლის ეს გააკეთოს რუსეთმა, რატომ არის საქართველოში დაძლეული კორუფცია მაშინ როდესაც რუსეთში ყვავის კორუფცია, თუ რატომ არის საქართველოში დაცული ადამიანის უფლებები, მაშინ როდესაც რუსეთში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ამ შეკითხვების ნამდვილად ეშინია რუსეთის ხელისუფლებას", - აცხადებს კალანდაძე.