საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფება.
ვაშაძე თავის ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური სიცრცეში ინტეგრაციაზე, დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიეთობების გარღმავებაზე ისაუბრეს.
"მოკლედ ჩამოვთვლი იმ თემებს რაზეც საუბარი იყო. ეს იყო ჩიკაგოს სამიტისთვის მომზადება ასევე "აისაპის" ოპერაცია, რომელშიც საქართველო და ნორვეგია იღებს მონაწილეობას. ამასთან ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთოებებზე, ყველა სფეროში ეკონომიკურ, პოლიტიკურ სფეროში", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.