ბრაზილია საქართველოსთან პოლიტიკურ, სავაჭრო და ბიზნესკავშირებს გააძლიერებს, - განაცხადა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ტემერიმ ბრაზილიაში ქართულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ. დელაგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ხელმძღვანელობს.
"თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ახალი პარტნიორია ჩვენთვის, რომელიც ცდილობს ურთიერთობის გამყარებას ბრაზილიის მთავრობასთან. საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბრაზაილიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას. უნდა გაძალიერდეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სავაჭრო და ბიზნესკავშირები ქვეყენბს შორის", - განაცხადა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ტემერიმ.
შგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბრაზილიაში 16 აპრილს გაემგზავრა. დღეს, 17 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიაში სამთავრობო პარტნიორობის სამიტზე - OGP - სიტყვით გამოვა. 18 აპრილს კი ნიკა გილაური ბრაზილური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. უკვე ჩანიშნულია შეხვედრა სამპაულოს მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტთან პაულო სკავისთან.