დღეს, 17 აპრილს, პარლამენტში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჟან პოლ ვალი გახსნიან.
კონფერენციის ფარგლებში, 19.00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძის სახელით მიღება გაიმართება.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების დელეგაციის წევრები საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.