დღეს, ვაშინგტონში,, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მოქმედი სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება .
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ამჯერად ოთხი სამუშაო ჯგუფიდან დემოკრატიის შესახებ ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხრიდან დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.