სექსუალურ უმცირესობაზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. თბილისში მცხოვრებმა ლევან გაბუნია 3 თვის ორსულ ცოლს თეა ბიჭიკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და სახლიდან გააგდო. როგორც ირკვევა, ქმარს არატრადიციული ორიენტაციის გამო თავად ცოლმა უამბო. საპასუხოდ კი მეუღლის აგრესია და ფიზიკური ანგარიშსწორება მიიღო.
უფლებათდამაცველები გაბუნიას საქციელს გმობენ და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, საქართველოს კანონდებლობა ამ მხრივ დასახვეწია.
"მართალია, მივაღწიეთ იმას, რომ 2004 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც არატრადიციული ორიენტაცია ისჯებოდა, თუმცა სხვა ჩანაწერი სექსუალური ორიენტაციის თავისუფლების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებენ უფლებთადამცველები და აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბიც ამ თემაზე მუშაობენ არაერთხელ გამოვიდნენ ინიციატივით და შესთავაზეს საკანონმდებლო ორგანოს შემუშავებული პაკეტი, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.