საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე თავის კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტსა და ქვეყნებს შორის ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
,, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სლოვაკეთში გამოიცვალა მთავრობა და ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი გეგმების დაკოორდინირება ნატო-ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით. ჩვენმა სლოვაკელმა მეგობრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ვიზები გაიცემა ლიტვის საელჩოს მიერ საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში და ზოგადად შენგენის ვიზების მიღებას", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.