საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში 16 აპრილს ვაშინგტონში მორიგი სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება.
ვაშინგტონში ერთმანეთს დემოკრატიის ჯგუფის წევრები შეხვდებიან. საქართველოს დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
თბილისში აცხადებენ, რომ ამ ტიპის ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
,,განხილული იქნება ყველა იმ საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც დგას ჩვენ დღის წესრიგში და წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან ელემენტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის. აშშ როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამაში გვერდში გვიდგას", - განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ბათუ ქუთელიამ.