ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.
კომუნიკეს თანახმად, ვიზიტის დროს ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ ყარზაისა და ავღანეთის მთარობის სხვა წევრებს შეხვდება.
რასმუსენი ასევე შეხვდება ავღანეთში საერთაშორისო ძალების მთავარსარდალს ჯონ ალენს, ნატოს სამოქალაქო წარმომადგენელს და ელჩს საიმონ გესს.