სირიაში ძალაში შევიდა გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარგზავნილის კოფი ანანის სამშვიდობო გემა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწიინებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, რომელიც სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს ეყრდნობა, ამჟამად საბრძოლო მოქმედებები, როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური ძალების მხრიდან არ ფიქსირდება.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა ხელისუფლების განცხადება, რომლის მიხედვითაც ჯარი და უშიშროების ძალები წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს.
სირიის ოპოზიციის განცხადებით, მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ხელისუფლება საკუთარ პირობას დაიცავს.