დღეს, 12 აპრილს, პარლამენტში სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მოუსმენენ. ომბუდსმენი დღის მეორე ნახევარში დეპუტატების წინაშე 2011 წლის ანგარიშით პლენარული სხდომის ფორმატში წარსდგება.
დოკუმენტი 650-გვერდიანია და სხვადასხვა სფეროში შექმნილ მდგომარეობას ასახავს.
პლენარულ სხდომამდე, გასულ კვირას, გიორგი ტუღუშს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც მოუსმინეს.
გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მასში განსაკუთრებული ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა გამახვილებული.
სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშით წელიწადში ერთხელ გამოდის.