საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ის პოლიტიკურ ცხედრად გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა საწარმო "დელტაში" დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხედარი, საქართველო აღარ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს მსოფლიო თანამეგობრობის 90 %-მა უბრალოდ დაიჯერა. როგორ შეიძლებოდათ არ დაეჯერებინათ? რომელ ქვეყანაში შევიდა საბჭოთა კავშირი და რომელი ქვეყანა არ ჩამოემხო მაშინვე. ასე რომ, გამოცდილება ასეთი იყო და მიიჩნიეს, რომ სწორედ ისეთივე რამ მოხდებოდა საქართველოშიც", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის გეგმა არ განხორციელდა და საქართველო ვითარდება.
"ცივი წყალი დალიოს ყველამ. საქართველო გადარჩა და ვითარდება", _ განაცხადა სააკაშვილმა.