საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საწარმო "დელტას" ესტუმრა და საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები დაათვალიერა.
სააკაშვილი საწარმოში დასაქმებულ პირებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის დროს, აგრესორის სამიზნე სწორედ საწარმო "დელტა" იყო.
"2008 წელს ეს ქარხანა იყო აგრესორის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ ვალში ვართ თქვენ წინაშე. პერსონალი, რომელიც იყო ქარხანაში, დარჩა აქ და არ დაუტოვებია შენობა. დღეს ამ ქარხანაში მუშაობს 2 500-ზე მეტი ადამიანი და არის პერსპექტივა, რომ წარმოებაში დასაქმებული ხალხის რაოდენობა გასამმაგდეს", _ განაცხადა საკაშვილმა.