მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პლენარულ სხდომას, პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათს, 12 აპრილს გამართავს.
როგორც 10 აპრილს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულმა უქმეებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, წითელი პარასკევი უქმე დღე იქნება, რის გამოც ამ დღეს პლენარული სხდომა არ გაიმართება. ხუთშაბათის სხდომაზე კი, დღის მეორე ნახევრაში დეპუტატები სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტი 650-გვერდიანია და სხვადასხვა სფეროში შექმნილ მდგომარეობას ასახავს.
ანგარიში გასულ კვირაში სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის, იურიდიულ საკითხთა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა განიხილეს.