ნატოს სატრანზიტო პუნქტი ულიანოვსკში საჭიროა, ვინაიდან ავღანეთში სტაბილურობა რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ძალიან პრაგმატულად უნდა მივუდგეთ იმას, თუ რა არის ჩვენთვის მომგებიანი, რა შეესაბამება თუ რა არ შეესაბამება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს.
ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება სტაბილურობის ხელშეწყობა ავღანეთში და ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ამის შესახებ: ჩვენ თქვენ დაგეხმარებით, ამიტომაც ტრანზიტის უზრუნველყოფას მოვახდენთ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დუმაში მთავრობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
"რაც შეეხება ულიანოვსკს, იქ არავითარი ნატოს ბაზა არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი დამხმარე პუნქტი, ავღანეტში მიმავალი სატრანზიტო ტვირთებისათვის, ამიტომაც გარმუნებთ, რომ იქ არაფერი ისეთი რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება არ ხდება, პირიქით, ყველაფერი რაც ამ სფეროში კეთდება სრულად შეესაბამება რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს", _ აცხადებს პუტინი და აღნიშნავს, რომ "უნდა დავეხმაროთ მათ ავღანეთში სტაბილიზაციის დამყარების საქმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება ჩვენ თვითინ მოგვიწევს".
შეგახსენებთ, რომ საერთაშოროსო აეროდრომის ულიანოვსკ-ვოსტოჩნის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდია. მისი სიგრძე 5,1 ათასი მეტრია სიფართე კი 106 მეტრი. აეროდრომი 1983 წელს აშენდა. 1999 წელს აეროპორტს ულიანოვსკ-ვოსტოჩნის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.
2012 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნატოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია შეთანხმებას ულიანოვსკში ჩრდილოატლანტიკური კომერციული ტრანზიტის ცენტრის შექმნის შესასებ. რუსეთის ფედერაციის ვიჩე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა 21 მარტს განაცხადა, რომ შეიარაღება და საბრძოლო მასალის გადატანა ულიანოვსკის ბაზიდან არ მოხდება.