მატარებლით მგზავრობისას სხვადასხვა დარღვევებისათვის ჯარიმების ოდენობა ფიქსირებული იქნება და შრომის ანაზღაურებასთან არ იქნება დაკავშირებული.
"ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტით, რომლის განხილვაც პარლაემენტს ჯერ არ დაუწყია, შრომის ანაზღაურების ოდენობის ნაცვლად, კანონში ფიქსირებული ჯარიმა წესდება.
კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმდება.
ცვლილებების თანახმად კი, აღნიშნული ქმედებები 40 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, მოქმედი ნორმით, სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკიმოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება, ასევე შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმდება.
კანონპროექტით კი, აღნიშნული ქმედებებიც და ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალებისთვის, ვაგონის სხვა შიდა მოწყობილობის დაზიანება, ასევე 40 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა, აქამდე გაფრთხილებას ან შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას იწვევდა. კანონპროექტით კი, ეს ქმედება ასევე გაფრთხილებით ან 20 ლარით დაჯარიმდება. აქამდე აკრძალულ ადგილებში მოწევა, გაფრთხილებით ან ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობადმე ჯარიმით ისჯებოდა, რაც 20 ლარიანი ჯარიმით ან გაფრთხილებით შეიცვლება.
კანონპროექტის ავტორი შპს "საქართველოს რკინიგზაა", ინიციატორი კი მთავრობა.