აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ხელისუფლებაში მხოლოდ მოსკოვის პოზიციის წყალობით იმყოფება. ამას გარდა, ჰილარი კლინტონი რუსეთის ფედერაცია ადანაშაულებს იმაში, რომ ბაშარ ასადს ამ დრომდე პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. კლინტონი დარწმუნებულია, რომ სირიაში სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს.
ამ თემაზე იქნება სწორედ საუბარი ჰილარი კლინტონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრაზე. ყოველივ ეს კი იმის ფონზე ვითარდება, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ბაშარ ასადის რეჟიმისგან მშვიდობიანი გეგმის დაუყოვნებლივი შესრულების დაწყებას მოითხოვს. ამავდროულად, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფი ანანმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს ულტიმატუმს უყენებს და მისგან ცეცხლის შეწყვეტას 12 აპრილის 06:00 საათისათვის მოითხოვს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონმა თავისი განცხადენა მერილენდის შტატში მდებარე სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"მათი (რუსეთის) უარი შემოგვიერთდეს ჩვენს ზოგი კონსტრუქციული ზომის მიღების საქმეში აძლევს საშუალებას ასადს ხელისუფლებაში დარჩეს კარგად შეიარაღებული და იმის საშუალების მქონე რომ საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს მოთხოვნების იგნორირება მოახდინოს", _ განაცხადა კლინტონმა.