რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე, რომელიც 7 მაისს გაიმართება სხვა სახელმწიფოს მეთაურებს არ დაპატიჟებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კრემლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დადგენილი ტრადიციისა და პრაქტიკის თანახმად, უცხო ქვეყნის სახელმწიფოების მეთაურთა მოწვევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე გათვალისწინებული არ არის", _ იუწყება კრემლის ადმინისტრაცია.