მოსკოვში აზერბაიჯანის მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე, მეტინ მეხტიევი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხტიევის სხეულზე აღინიშნება სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები. ბასრი იარაღით დასახიჩრებულია მისი სახეც.
მეხტიევი რუსეთში ისლამური კულტურული ცენტრის საერთაშორისო განყოფილებას ხელმზღვანელობდა.
რუსი სამართალდამცავები მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება.