გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფი ანანის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ეს განცხადება ანანამა თეირანში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ირანისაგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად ცავიდა.
სირიის ხელისუფლება პირობას დებს , რომ ცეცხლს ხუთშაბათ დილით შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანმა სირიის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მათგან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა 12 აპრილის ადგილობრივი დროის 06:00 საათამდე მოითხოვა. ეს განცხადება კოფი ანანმა თურქეთის პროვინცია ჰატაიში გააკეთა, სადაც სირიელ ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა.
მიუხედავად იმისა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დასთანხმდა, მას ამ დრომდე არ მიუღია სირიის ოპოზიციის წერილობითი გარანტიები იმის შესახებ, რომ ისინი იარაღს დაყრიან და წინააღმდეგომას შეწყვეტენ. ამავე დროს, სხვადასხვა წყაროიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქებში კვლავ ბრძოლები მიდის.
მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადი ანანის გეგმის შესრულებას დასთანხმდა, სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე გადამსვლელ ლტოლვილთა ნაკადმა მოიმატა.