გაეროს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და მათგან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტას 12 აპრილის ადგილობრივი დროის 06:00 საათამდე მოითხოვს. ეს განცხადება კოფი ანანმა თურქეთის პროვინცია ჰატაიში გააკეთა, სადაც სირიელ ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სირიის პრეზიდენტი ბასარ ასადი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დასთანხმდა, მას ამ დრომდე არ მიუღია სირიის ოპოზიციის წერილობითი გარანტიები იმის შესახებ, რომ ისინი იარაღს დაყრიან და წინააღმდეგომას შეწყვეტენ. ამავე დროს, სხვადასხვა წყაროიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქებში კვლავ ბრძოლები მიდის.
უფლებების დამცავი ორგანიზაციები კი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სირიაში გასული 24 საათის განმავლობაში მოკლულია 100 ადამიანი. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადი ანანის გეგმის შესრულებას დასთანხმდა, სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე გადამსვლელ ლტოლვილთა ნაკადმა მოიმატა.