საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, პარლამენტის სხდომების ქუთაისში გამართვასთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 1ლი მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან უნდა გახდეს.